შესაძლო ფინანსური თაღლითობის გამო პროკურატურამ დე ლაურენტისის საქმის ხელახლა გამოძიება მოითხოვა

ამ ინფორმაციას Tutto Napoli ავრცელებს – რომის ფედერალურმა პროკურორმა ჯუზეპე ჩინამ „ნაპოლის“ პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის ფინანსურ მაქინაციებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებული საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა.
საუბარია კოსტას მანოლასის (რომა) და ვიქტორ ოსიმენის (ლილი) 2019-2021 წლებში განხორციელებულ ტრანსფერებზე. ვარაუდობენ, რომ დე ლაურენტისმა მათ შესაძენად იმაზე მეტი თანხა დააფიქსირა, ვიდრე სინამდვილეში გადაიხადა და მისი მხრიდან თაღლითობას ჰქონდა ადგილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2022 წლის აპრილში ნეაპოლური კლუბის მფლობელი გაამართლეს, ახლა კი არაა გამორიცხული, ხელახალი გამოძიება დაიწყოს.
აღნიშნულია, რომ სიტუაცია „იუვენტუსის“ მსგავსია, როდესაც სერია
A-ში 10 ქულა დააკლეს, თუმცა დე ლაურენტისის ადვოკატი ფაბიო ფულგერი ირწმუნება, რომ არავითარ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, კლუბის დასჯის არანაირი საფრთხე არ არსებობს და საქმის განხილვა რამდენიმე თვე გაგრძელდება.