შესაძლოა, 2024 წლის აქციების დარბევა მერაბიშვილს დაბრალდეს? – კობახიძის 1 ბრიფინგი და 2 ურთიერთგამომრიცხავი განცხადება

“არა, როგორ გეკადრებათ” – ასე პასუხობს კობახიძე შეკითხვას, უნდა დადგეს თუ არა მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ შსს-მ აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

კობახიძემ განაცხადა, რომ თეორიულად, რომც დადასტურდეს, რომ 2024 წელს მოქალაქეები აკრძალული ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს, პასუხისმგებელი ვანო მერაბიშვილი იქნება:
“როგორ გეკადრებათ, თეორიულადაც რომ დავუშვათ, აქ არაფერ შუაში არ არის…2009 წელს, გარკვეული ფხვნილი, გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა, რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, მაგრამ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი” – ამბობს ირაკლი კობახიძე
იგივე, დღევანდელ ბრიფინგზე, კობახიძემ თქვა:
“არათუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, ნაცმოძრაობის დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება”
იგივე, დღევანდელ ბრიფინგზე, კობახიძემ თქვა:

“გომელაურმა თქვა ასეთი რამ, რომ ის ნივთიერებები რაზეც საუბრობდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო 2009 წელს შეძენილი, არავითარ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს, რომ ნივთიერება კამიტზე იყო საუბარი”
ცნობისთვის, გომელაურმა პირველ დეკემბერს განაცხადა:
“ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი [BBC] ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია