შესაძლოა, ჩინეთში წავიდე, მაგრამ ეს მხოლოდ სი ძინპინის მიწვევით იქნებოდა, რომელიც უკვე გამოგზავნილია, სხვაგვარად არანაირი ინტერესი არ მაქვს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთში იმ შემთხვევაში ჩავა, თუ მას პრეზიდენტი სი ძინპინი მიიწვევს. ამის შესახებ ტრამპი truth social-ზე წერს.
„ყალბი ახალი ამბები აცხადებენ, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან „სამიტს“ ვითხოვ. ეს არასწორია, მე არაფერს ვითხოვ! შესაძლოა, ჩინეთში წავიდე, მაგრამ ეს მხოლოდ პრეზიდენტ სის მიწვევით იქნებოდა, რომელიც უკვე გამოგზავნილია. სხვაგვარად არანაირი ინტერესი არ მაქვს! მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის“, – წერს ტრამპი.
Next: საერთაშორისო ევროპული მოძრაობის (EMI) კვლევა: ევროპელთა 41 პროცენტს არასდროს სმენია მარკ რუტეს შესახებ, 45 პროცენტს რობერტა მეცოლას, 48 პროცენტს კი კაია კალასის შესახებ – ევროკავშირის მთავარ პოლიტიკურ ფიგურებს შორის, ყველაზე ნაკლებად ცნობილია თავდაცვის ევროკომისარი, ანდრიუს კუბილიუსი
