“შესაძლოა, ქართველად არ მთვლიან… საქართველოს ნაკრებში რამდენიმე ისეთ მოთამაშეს იწვევენ…” – კვეკვესკირი ეროვნული ნაკრებიდან უყურადღებობაზე საუბრობს

34 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ირაკლი კვეკვესკირმა RB Sport-თან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საქართველოს ნაკრებში არ ეძახიან.
გამოცდილი შუახაზელი ამჟამად “ფაკელში” თამაშობს, იქამდე კი სკას, “არარატის”, “ალაშკერტის”, “გურიას”, ს “მიკას”, ს “დინამოსა” და “პეშჩის” ღირსებას იცავდა. მას ორგამი მოქალაქეობა, რუსული და ქართული აქვს.
“ვისურვებდი, რომ მარტის თამაშებისთვის საქართველოს ნაკრებში გამომიძახონ (ინტერვიუ ჩაწერილია სანაკრებო სიის გამოქვეყნებამდე), მაგრამ ვფიქრობ, ასე არ მოხდება.
ისინი არასდროს მაქცევდნენ ყურადღებას და არ ვიცი, ესე რატომ ხდება. საქართველოს ნაკრებში რამდენიმე ისეთ მოთამაშეს იწვევენ, რომლებიც არ თამაშობენ თავიანთ
კლუბებში ან თამაშობენ სუსტ ლიგებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველად არ მთვლიან.
ეს მათი უფლებაა და ამას დიდი ხნის წინ შევეგუე”, – თქვა კვეკვესკირმა.