„შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის საკითხის განხილვა მოგვიწიოს“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე მიიჩნევს, რომ საქართველოში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, ევროკავშირს ქვეყნისათვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების გადახედვა მოუწევს – ამის შესახებ იუკნევიჩიენემ თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მსჯელობისას ისაუბრა.
„ვშიშობ, რომ თუ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის საკითხის განხილვა მოგვიწიოს. თუ ყველაფერი სხვა გზით წავიდა, ეს ძალიან გაგვიჭირდება. არ ვიცი, ამ დებატებს გავხსნით თუ არა, თუმცა ამაზე უნდა ვიფიქროთ.
ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამსახურების გამო არ მომხდარა, ეს უფრო ქართველი ხალხის წახალისებისთვის იყო, რომ არ დანებდნენ. ევროკავშირი გეუბნებათ, რომ ერთ მხარეს ვართ”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ვრცლად: bm.ge