შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
ფოტო: Mike Korostelev/Moment/Getty Images
9
წაკითხვა
კაშალოტების ხმა შეიძლება დაახლოებით იმდენადვე რთული კომუნიკაციის ფორმა იყოს, როგორიც ადამიანებს გვახასიათებს.
ახალი კვლევის თანახმად, ვეშაპის ხმა (ამას “კოდას” ეძახიან”) იმაზე უფრო საინტერესოა, ვიდრე 2024 წლის ნაშრომმა გამოავლინა. ამ უკანასკნელით დადგინდა, რომ კაშალოტის ხმა ადამიანების გამოცემულ ხმოვნებს აკუსტიკურად ჰგავს.
ახალი ნაშრომის ავტორებმა კოდას 5 თვისება შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ამ ხმებს კაშალოტები იმ კანონზომიერებებში იყენებენ, რომლებიც ადამიანების საუბრის მსგავს სტრუქტურას მიჰყვება.
“ხუთივე თვისებას ახლო პარალელები აქვს იმ ფონეტიკასა და ფონოლოგიასთან, რომლებიც ადამიანების ენებში ვლინდება. ეს დამოუკიდებელ ევოლუციაზე მიანიშნებს”, — განმარტავენ ნაშრომის ავტორები.
კაშალოტი (Physeter macrocephalus) ძუძუმწოვართა დიდ სახეობას წარმოადგენს. ისინი მჭიდროდ შეკრულ, მატრილინეარულ კლანებად ცხოვრობენ. როგორც აღვნიშნეთ, მათ ერთმანეთთან ძლიერი კავშირი და თანამშრომლობით გამოხატული ურთიერთობები ახასიათებთ, რაც ამ სახეობას ზღვის მკაცრ პირობებში გადარჩენაში ეხმარება. როგორც წესი, ამდენად რთული სოციალური სტრუქტურები ჩახლართულ კომუნიკაციის უნარებს მოითხოვს.
ახალი ნაშრომის ავტორებმა 15 ინდივიდისგან შეგროვებული 3948 ვოკალიზაცია შეისწავლეს, რომლებსაც 2014-2018 წლებში, კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილებიდან იწერდნენ.
აღმოჩნდა, რომ სტრუქტურულად კოდას 2 განსხვავებული ტიპი არსებობს, ე.ი. 2 სხვადასხვა რეზონანსული სიხშირის ხმა. მათ a-კოდა და i-კოდა უწოდეს. ეს ხმები ადამიანების ხმოვნებს არამხოლოდ აკუსტიკურად, არამედ სხვა ბევრი კუთხითაც ჰგავს. მაგალითად, a-კოდა უფრო გრძელია, i-კოდას კი როგორც გრძელი, ასევე მოკლე ფორმაც აქვს.
თავისთავად, მკვლევრები კომუნიკაციის ამ სისტემას ენას არ უწოდებენ. ზოგადად, კომუნიკაციის სისტემა ენა მაშინ ხდება, როცა ხმები სტრუქტურულ, შინაარსიან გზავნილებს წარმოქმნის. იმის გამო, რომ კოდების მნიშვნელობა ამ დრომდე უცნობია, მათ კომუნიკაციას ენას ვერ დავარქმევთ.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მკვლევრები ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ. ისინი მანქანურ სწავლებას იყენებენ, რათა კაშალოტების კომუნიკაცია უკეთ გავშიფროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით შეიძლება გავიგოთ, არის თუ არა ენა უნიკალური ადამიანებისთვის, ან საერთოდ როგორ წარმოიშვა ენა. გარდა ამისა, შეიძლება სხვა სახეობასთან “კომუნიკაციაც” დავამყაროთ.
ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა957 ნახვა
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა157 ნახვა
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება “უსასრულო მეხსიერება” მოგვცეს150 ნახვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ132 ნახვა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა108 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მედიცინა
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
მეცნიერება
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
მეცნიერება
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
მეცნიერება
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
ტექნოლოგიები
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
გადახედვა
კოსმოსი
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
ტექნოლოგიები
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
გადახედვა
კოსმოსი
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა
გადახედვა
კოსმოსი
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
გადახედვა
კოსმოსი
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა