შესაძლოა თბილისში ავტომობილებისათვის დაშვებული სიჩქარე შემცირდეს

თბილისში შესაძლოა ავტომობილებისათვის დაშვებული სიჩქარე შემცირდეს. ამის შესახებ საუბარია თბილისის ტრანსპორტის გენერალურ გეგმაში.
80-გვერდიანი დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია “რამბოლმა”, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.
“ქალაქი დაშვებული სიჩქარის ახალ რუკას შეიმუშავებს, რომლის მიზანია ქალაქის მასშტაბით სიჩქარის ლიმიტების შემცირება. უბნის პატარა ქუჩებზე სიჩქარის ყველაზე მკაცრი შეზღუდვა იმოქმედებს, ხოლო დიდ არტერიებზე
შედარებით მაღალი სიჩქარის ლიმიტი. წერია დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც თბილისის „ნულოვანი ხედვის“ პროგრამის მიზნებს ეხება.