შესაძლოა, ვეტერანების პენსიის ინდექსაცია მოხდეს – ფინანსთა მინისტრი

იგეგმება თუ არა ვეტერანების 100 ლარიანი პენსიის ზრდა. აღნიშნულ თემაზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ შესაძლებელია მომავალი წლების ბიუჯეტში ერთჯერადი ზრდის ნაცვლად, ვეტერანების პენსიის ინდექსაცია მოხდეს
„ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას ვეტერანებს და ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები, როდესაც 2022 წელს მივიღეთ ცვლილებები და 2023 წლისთვის 22 ლარიანი საკომპენსაციო თანხა რომელიც იყო უფრო კომუნალური ნაწილის თანხით ანაზღაურება გავზარდეთ 100 ლარამდე. ვფიქრობ, ამ მიმართულებით შესაძლებელი და აუცილებელია ცვლილებები განვახორციელოთ. ვფიქრობ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტებში ამ ნაწილში შესაძლებელია ვიფიქროთ არა მხოლოდ ერთჯერად ზრდაზე გარკვეულწილად ინდექსაციაზეც. იმისთვის, რომ ეს არ იყოს ყოველწლიურად განხილვის საგანი. შევჯერდეთ კონკრეტულ ფორმულაზე, რომლითაც მოხდება ზრდა. ამის მაგალითები გვაქვს სხვა შემთხვევებში“, – განაცხადა მინისტრმა.