“შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს” – POLITICO

ევროკავშირი მზად არის, გააუქმოს შეთანხმება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს კონტინენტზე თავისუფლად მოგზაურობის უფლებას ანიჭებს, – ამ სათაურით ვრცელ სტატიას გამოცემა POLITICO აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ეს ბრიუსელისა და ევროკავშირის წევრობისთვის ოდესღაც ყველაზე პერსპექტიული ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელოვანი რღვევის ნიშანია.
ხუთშაბათს POLITICO-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა, რომ “ყველა ვარიანტი მაგიდაზეა”, თუ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” გააგრძელებს ავტორიტარულ ტრაექტორიას, “ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციურად დროებით შეჩერების ჩათვლით”.
“ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულება, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის პრევენცია”, – განაცხადა პრესსპიკერმა.
გამოცემა სტატიაში აქციების დარბევაზე, დისკრიმინაციულ კანონებსა და მის მწვავე შედეგზეც საუბრობს. აქვე, ნახსენებია, კესარია აბრამიძის მკვლელობაც.
“ქართული ოცნების” წამყვან პოლიტიკოსებს ამ კვირის დასაწყისში -მა სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც მიიღეს რუსული სტილის კანონები. ამ წლის დასაწყისში, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომელიც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს უცხოურ აგენტებად აიდენტიფიცირებს. საქართველოს კანდიდატურა ევროკავშირში ფაქტობრივად გაიყინა პარლამენტში მისი მიღების შემდეგ. შემდეგ, სამშაბათს, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ხმა მისცეს მოსკოვის მიერ შთაგონებულ “ლგბტ პროპაგანდის” კანონპროექტს, რომელიც აკრძალავს ერთსქესიანთა ურთიერთობების საჯაროდ ხსენებას, მათ შორის პრაიდის ღონისძიებებს, ცენზურას ადებს ფილმების. ქვეყნის ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი ქალი, 37 წლის კესარია აბრამიძე, კანონის მიღებიდან მეორე დღეს მოკლეს”, – წერია სტატიაში.

ასევე დაგაინტერესებთ