შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე – რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

უკვე მეორე სეზონია, რაც ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით – ლიგის ფაზითა და ფინალურ ეტაპზე მოხვედრილი 36 გუნდით ტარდება. როგორც შარშან, ასევე წელს ჩემპიონთა ლიგის მთავარ ეტაპზე შესარჩევიდან 7 კლუბი გავიდა. ამ შვიდ კლუბში უკვე მოიძებნება დებიუტანები და საინტერესო გუნდები…
მოდით, შევაფასოთ მათი განვლილი გზა და ამავდროულად, ისიც, თუ მათგან რა სიურპრიზებს, ანდა, თამაშის რა ხარისხს უნდა ველოდოთ…
განხილვას ვიწყებთ გუნდით, სადაც ორი ქართველი თამაშობს და რომელიც ყველაზე დასავლეთით მდებარე კლუბია მათ შორის, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გასულა…
„ქაირათმა“ ჯერ სლოვენიური ლიუბლიანას „ოლიმპია“ დაამარცხა, მეორე რაუნდში ფინურ „კუპსს“ 0-2 წაგებული შეხვედრის შემდეგ 3-0 ანგარიშით სძლია, მესამე ეტაპზე უკვე ბრატისლავას „სლოვანს“ თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგეს, გუშინ წინ კი „სელტიკსაც“ მოუგეს. აშკარაა, რომ საშინაო კედლები „ქაირათს“ ზურგს უმაგრებს, რადგან ამ გამორჩეული სვლისას შინ გოლი არცერთხელ არ გაუშვიათ.
ყაზახურ გუნდს, რომელიც მჭიდროდ შემტევი ფეხბურთის თამაშს პრესინგით არ ერიდება, არაერთი კარგი უცხოელი ფეხბურთელი ჰყავს: რუსი ეგორ სოროკინი, რომელსაც „სელტიკთან“ განმეორებით თამი მინდვრის მოთამაშეთაგან ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა, აგრეთვე პორტუგალიურ-ბრაზილიური შეტევა – ჟორჟინიო-რიკარდინიო და ს ორი წარმომადგენელი ნახევარდაცვაში: ოფრი არადი და დან გლეიზერი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახ ფეხბურთელებს გუნდში დიდი წონა აქვთ.
17 წლის დასტან სატფაევი, რასაც ჰქვია, ბრწყინავს: მან შესარჩევ ეტაპზე სამი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. 21 წლის შემტევი სტილის მცველი ალექსანდრ მრინსკიც გამოსარჩევია, რომელსაც დაცვაში მასზე 10 წლით უფროსი თანამემამულე ერკინ ტაპალოვი აზღვევს. „სლოვანთან“ პენალტებში ყაზახი ალექსანდრ ზარუცკი გამოირჩა, თუმცა, ტრავმის გამო მისი ადგილი „სკოტებთან“ 21 წლის თემირლან ანარბეკოვმა დაიკავა, რომელმაც სამი თერთმეტრიანი მოიგერია, რითაც „ქაირათმა“ თავი ევროპის უპრესტიჟულეს შეჯიბრებაზე ამოჰყო.
ქართველებიც უნდა ვახსენოთ: გიორგი ზარია სათამაშო დროს, როგორც წესი, ყოველთვის იღებს, მაგრამ ჯერ „კუპსთან“ მიღებული წითელი ბარათისა და შემდეგ, ტრავმის გამო უქმად ყოფნა გაეწელა, აი, გადრანი კი სათადარიგოზეა, თუმცა, რიგ თამაშებში 28 წლის ქართველ მცველს მოედანზე მაინც უნდა ველოდოთ.
ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ამ გუნდისთვის უკვე დიდი მიღწევაა და მათგან სიურპრიზებს არ გამოვრიცხავ!
„ქაირათისგან“ ოდნავ განსხვავებით, 11 წლის წინ კვიპროსზე დაარსებული გუნდი ლამის მთლიანად ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. შეტევაში გამოირჩევიან ბრაზილიელები: ანდერსონი, ბრუნო, ჟაჟა… მარჯვნიდან მათ კაბო-ვერდელი ჟოაუ კორეირა მხარს უბამს, რომელმაც „ცრვენა ზვეზდას“ 2-1 მოგებულ შეხვედრაში მაგარი გოლი გაუტანა. ამ შეხვედრაში ბრაზილიელმა საყრდენმა პეპემაც თავი გოლით გამოიჩინა. კიდევ სხვა ბრაზილიელმა, სახელად მათეუსმა „პაფოსის“ კარს სერბული გუნდის წინააღმდეგ მშვენივრად უდარაჯა: რთული ბურთები მოიგერია და ასევე, პენალტიც. უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი მნიშვნელოვანი გოლი ხორვატმა მისლავ ორშიჩმაც მიითვალა. რაც მთავარია, „პაფოსის“ წყალობით ევროპულ ფეხბურთში ცნობილი ბრაზილიელი მცველი და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი დავიდ ლუისი ბრუნდება.
კვიპროსულ გუნდში სისტემატურად მხოლოდ ერთი კვიპროსელი, 26 წლის მარცხენა მცველი კოსტას პილეასი თამაშობს, რომელმაც თელ ავივის „მაკაბისთან“, ს „დინამოსთან“ და ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ ყველა შეხვედრა ძირითადში დაიწყო…
„პაფოსმა“ წინა სეზონში კონფერენსლიგის მერვედფინალს უწია და ამ ზაფხულს ანგარიშგასაწევი გუნდებიც ჩამოიცილა გზიდან, ასე რომ, მათი ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე ძალზედ საინტერესო უნდა გამოვიდეს.
მეტწილად ადგილობრივებითა თუ სკანდინავიელებით დაკომპლექტებულმა არქტიკულ სარტყელში მდებარე ნორვეგიის ოთხგზის ჩემპიონმა ევროტურნირებზე სტაბილურ გამოსვლასა და გრანდების წინააღმდეგ ტოლ-სწორად გამოსვლას უკვე მიგვაჩვია.
კიეტილ კნუტსენის გაწვრთნილ გუნდს, რომელიც შვიდი წელია, რაც „გლიმტს“ სათავეში უდგას და მისი ხელმძღვანელობით 2021/22 წლების სეზონში ჯერ ეს გუნდი კონფერენსლიგის მეოთხედფინალში ისე გავიდა, რომ მომავალი ჩემპიონი „რომა“ ჯგუფში 6-1 ანგარიშით გაანადგურა, გასულ სეზონში კი ძლიერი გუნდების, მათ შორის, „ლაციოს“ დამარცხების შემდეგ ევროპალიგის ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ „ტოტენჰემთან“ ასპარეზობას გამოეთიშნენ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი პლეი-ოფიდან გრაცის „შტურმის“ განადგურებით დაიწყეს.
კაპიტანი პატრიკ ბერგი, მეკარე ნიკიტა ჰაიკინი, მცველი ფრედრიკ ბიორკანი, ნახევარმცველები: აკონ ევიენი, ულრიკ სალტნესი; თავდამსხმელები: კასპერ ჰოგი, იენს პიტერ ჰაუგე, მატიას იორგენსენი და სხვები დიდი ხანია, რაც კნუტსენის 4-3-3 ფორმაციაში, როგორც დარჩენილი პაზლის ნაწილი მთლიან პაზლში, ისე თავსდებიან, რამაც ერთ დროს უცნობი კლუბი სოლიდურ გუნდად აქცია. მე პირადად, მათგან ამ ტურნირზე მაღალ ადგილებსა და სანახაობრივ თამაშს ველი.
აღდამის „ყარაბაღი“ უკვე დიდი ხანია, რაც ძვირადღირებული და მაღალი დონის ლეგიონერებით ევროასპარეზზე წარმატებულად გამოდის. 2009 წლიდან გუნდს ქურბან ქურბანოვი თავკაცობს და მის მერე გუნდს ევროთასებზე ხშირად ვხედავთ. ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2017/18 წლების სეზონში იასპარეზეს, აი, გუშინ ამ შეჯიბრის ფინალური ეტაპის საგზური აზერბაიჯანულმა კლუბმა მეორედ მოიპოვა.
პლეი-ოფში უნგრული „ფერენცვაროშის“ წინააღმდეგ ორივე თამაში ერთი სცენარით წარიმართა: პირველ წუთებში უნგრელები მძლავრობდნენ, მერე კი უპირატესობის მოპოვებას „ყარაბაღი“ ისე ახერხებდა, რომ საქმე გამარჯვებამდე იგებდა. ამ გუნდს ძალიან სახიფათო კონტრშეტევები აქვს და ფეხბურთელებს შეუძლიათ როგორც თავიანთი ნახევრიდან მრავალფაზიანი შეტევების წარმოქმნა, ასევე ორ პასში ყველაფრის დამთავრება. საინტერესოა, რომ „ფერენცვაროშთან“, ირლანდიურ „შელბურნთან“ და ალბანურ „შკენდიასთანაც“ გუნდი დაახლოებით ერთი და იმავე თერთმეტეულითა თუ ფორმაციით გამოვიდა.
ბრაზილიელი კედი ბორგესი, კაბო-ვერდელი ლეანდრო ანდრადე და კაპიტანი ფრანგი აბდელა ზუბირი 4-2-3-1 სქემაში შეტევითი ნახევარდაცვის მშვენიერ სამეულს კრავენ, საყრდენ ზონაში მონტენეგროელი გამოცდილი მარკო იანკოვიჩი გამოირჩევა. ამის გარდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოგერიება პოლონელმა მატეუშ კოჩალსკიმაც განახორციელა. მათთან ერთად, რამდენიმე აზერბაიჯანელის თამაშიც ხაზგასასმელია: ახალგაზრდა შემტევი ნარიმან ახუნზადე, მცველები – ბაჰლულ მუსტაფაზადა და ელვინ ჩაფარქულიევი ძირითადი თერთმეტეულის ნაწილნი არიან, ხოლო სათადარიგოში მათი არაერთი თანამემამულეც მოიძებნება, მაგ. ფორვარდი მუსა ქურბანლი, რომელიც სკამიდან კარგად ერთვება…
„ყარაბაღი“ ლიგის ფაზაში ანგარიშგასაწევ ძალად ნებისმიერისთვის შეიძლება იქცეს, მთავარია, ეს ყველაფერი ქულებში გარდასახონ.
ლისაბონის „ბენფიკას“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა აღარავის გვიკვირს: ეს გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატში თავის გამოჩენით საგზურის განაღდებას ყოველთვის ახერხებს და შემდეგ, ფინალურ ეტაპზე დასამახსოვრებელ ასპარეზობას გვთავაზობს, თუნდაც, „ბარსელონას“ წინააღმდეგ შარშანდელი 4-5 გავიხსენოთ.
შესარჩევის პლეი-ოფში ჩართულმა პორტუგალიურმა გუნდმა „ფენერბახჩეს“ ორი მატჩის ჯამში 1-0 ანგარიშით მოუგო. ბრუნო ლაგეს გაწვრთნილი გუნდი ისევ 4-3-3-თან მიახლოებული სქემით თამაშობს, რომელიც 4-2-3-1-ში გადადის. თურქულ გუნდთან განმეორებით შეხვედრაში სწორედ ამ უკანასკნელით ითამაშეს, რადგან მთავარი საყრდენი ნახევარმცველი – ფლორენტინო დისკვალიფიცირებული გახლდათ და მისი ადგილი საყრდენ ზონაში ორმა კაცმა დაიკავა, მათ შორის, „ვალენსიადან“ მოსულმა არგენტინელმა ენცო ბარენეჩეამ.
გუნდიდან წავიდა ანხელ დი მარია, თუმცა ფლანგებზე ისევ თურქი ქერემ აქთორქოღლუ და დანიელი ფრედრიკ ორსნესი ირჯებიან, ცენტრალური დაცვის წყვილიც იგივეა: ახალგაზრდა ანტიონიო სილვა და გამოცდილი ნიკოლას ოტამენდი, კარს კვლავ ანატოლი ტრუბინი დარაჯობს, ხოლო ბერძენი ვანგელის პავლიდისისგან შედეგიან მოქმედებებს ისევ მოველით.
ცხადია, ბენფიკას მხოლოდ ლიგის ფაზაში დაკავებულ მაღალ ადგილს ვუწინასწარმეტყველებ. კონკურენცია საგრძნობია, მაგრამ ისინი მარტივად არავის არაფერს დაუთმობენ.
ბელგიის ქალაქ ბრიუგეს მთავარმა საფეხბურთო კლუბმა ბოლო წლებში უეფას შეჯიბრებებზე საკმაოდ კარგი თამაში თუ შედეგი გვაჩვენა. 2022/23 წლების სეზონში მათ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს ისტორიაში პირველად მიაღწიეს, შემდეგ კონფერენს ლიგაზე ნახევარფინალამდე მივიდნენ, ხოლო გასულ სეზონში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე IX-XXIV ადგილების მერვედფინალში ითამაშეს.
„ბრიუგეს“ ახალგაზრდა კატალონიელი შემტევი ფერან ხუტგლა აღარ ჰყავს, თუმცა, მის გარეშეც ძალიან დამაჯერებლად თამაშობენ. ამ გუნდმა წელს ჩემპიონთა ლიგის შესარჩევის ორივე ეტაპი უხვგოლიანად, ოთხი მოგებით გაიარა: ჯერ ავსტრიული „ზალცბურგი“ დაჩაგრა, შემდეგ კი გლაზგოს „რეინჯერსი“ ორი მატჩის ჯამში 9-1 ანგარიშით გაანადგურა!
„ბრიუგე“ უმეტესად ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეებით გამოდის. 21 წლის ბელგიელ შემტევს, რომეო ვერმანს გვერდს 23 წლის ბერძენი კრისტოს ცოლისი, 21 წლის პორტუგალიელი კარლოს ფორბსი, 20 წლის სერბი ალექსანდრ სტანკოვიჩი და ძირითადად, სკამიდან – 21 წლის იტალიელი ნიკოლო ტრეზოლდი უმაგრებენ. მათთან ერთად შეტევაში 33 წლის „ბრიუგეს“ ერთგული ნახევარმცველი ჰანს ვანაკენი ერთვება. სიღრმეში 24 წლის ნიგერიელი რაფაელ ონიედიკა თამაშობს, აი, დაცვაში კი 32 წლის ბრენდონ მეხელეს ორი ახალგაზრდა თანამემამულე ჟოაკინ სეისი და იორნე სპილეერსი აზღვევენ. კარში, ტრადიციულად, „ლივერპულის“ ყოფილი კიპერი სიმონ მინოლე დგას.
დიდი ალბათობით, ბელგიური გუნდი წინა სეზონის ჩემპიონთალიგურ შედეგს გაიმეორებს, მაგრამ, მათგან მეტსაც უნდა ველოდოთ.
დანიური წამყვანი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შესარჩევის ორი ეტაპი წარმატებით გადალხა, თანაბრადაა დაკომპლექტებული როგორც ახალგაზრდა, ასევე შედარებით ასაკოვანი სპორტსმენებით. აქ დანიის ნაკრების გამოცდილი წევრებიც ჭარბობენ, კერძოდ, ტომას დილეინი, მოჰამედ ელიუნუსი, ლუკას ლერაგერი, ანდრეას კორნელიუსი და ა.შ. ახალგაზრდა მოთამაშეებიდან კი გამოვარჩევ დორტმუნდის „ბორუსიას“ ყოფილ თავდამსხმელ იუსუფა მუკოკოს, ასევე ბრაზილიელ რობერტს, რომელმაც შვედურ „მალმიოს“ 5-0 ანგარიშით მოგებულ მატჩში დუბლი შეუსრულა და მცველებს: 21 წლის მექსიკელ როდრიგო უესკასს, 25 წლის ბრაზილიელ გაბრიელ პერეირას, 28 წლის ბერძენ პანტელის ჰაციდიაკოსს და 25 წლის პერუელ მარკოს ლოპესს.
იაკოპ ნეესტრუპის გაწვრთნილმა „კოპენჰაგენმა“ პლეი-ოფში შვეიცარიის „ბაზელს“ ორი თამაშის ჯამში 3-1 ანგარიშით მოუგო და ფინალური ეტაპის საგზური გაინაღდა.
ყველაზე კარგად დანიის დედაქალაქის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე 2023/24 წლების სეზონში გამოვიდა, სადაც ჯგუფში „გალათასარაი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩატოვა, რის შემდეგაც მერვედფინალში მეორე მანჩესტერულ გრანდთან დამარცხდა. ამ სეზონშიც თუ მოახერხეს რაიმე სახის პლეი-ოფში გასვლა, დანიური გუნდისთვის ესეც დიდი მიღწევა იქნება.

ყველაფერი რომ შევაჯამოთ, ამ შვიდი გუნდიდან სამ დებიუტანტს ვიხილავთ: „ქაირათს“, „ბოდო/გლიმტსა“ და „პაფოსს“, ლიგის ფაზაში კი მათ მეოთხე დებიუტანტის სახით ბელგიის ჩემპიონი „უნიონ სენ-ჟილუა“ შეუერთდებათ. ასე რომ, კიდევ ერთი საინტერესო ჩემპიონთალიგური დღეებისა თუ თამაშების მოლოდინში ვართ!
· პეტუხი კრიშტიანუ ჰოოოო,ასე აღტაცებული ხბოებივით რომ წერთ და სინამდვილეში ვერ ხვდებით რა ხდება,იმიტომ მიიღო თანამედროვე ფეხბურთმა ის სახე რაც მიიღო!ზიან ფანების ნაწილი დაშტერებული სახეებით ეკრანებთან,ნაწილი ტრიბუნებზე,იჭყიპებიან ლუდით,იხეთქებიან ჰოტდოგებს და ჰამბურგერებს და მისჩერებიან მდარე ხარისხის სანახაობას!!!
“ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა” – ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ – “იბერია 1999”-ის მძლეველი “მალმიო” “კოპენჰაგენმა” გააბითურა
“ბარსელონას” 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე” – მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
ჯილდოც ასეთი უნდა – მეკარემ კარგი თამაშისთვის ოთხი შეკვრა კვერცხი მიიღო
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: “რეალმა” “ატლეტიკოს” მოუგო – “არსენალმა” და “ასტონ ვილამ” მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს [VIDEO]
[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში – ხვიჩამ “ინტერს” გაუტანა!
ბელგიიდან “დინამოში” – მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
[VIDEO] “შენ გენაცვალეეეეე” – დავითაშვილის ემოციები კვარას გოლზე
“იმედი მაქვს, მესი გვიყურებს” – ვიტინია
ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა
ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: 1/8-ფინალში “ბაიერნი”, “ბენფიკა” და “ბრიუგე” გავიდნენ [VIDEO]
კიტეიშვილის “შტურმი” ნორვეგიაში განადგურდა
ძალიან ყინჩად კი იყვნენ – “იბერია 1999”-ის მძლეველი “მალმიო” “კოპენჰაგენმა” გააბითურა
ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმს” ახალი მეკარე ჰყავს
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: “ბარსელონას” ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში – “ლივერპულმა” ისევ მოიგო [VIDEO]
დაბრუნება ყოფილ გუნდში – ფელიქსი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დასთანხმდა
საკლუბო მუნდიალზე “ჩელსიმ” “ბენფიკა” 4:1 დაამარცხა
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
ქვილითაიამ გაიტანა – “აპოელმა” მოიგო და ისევ ლიდერია
“რეალმა” კარერასის ტრანსფერი შეათანხმა – “ბლანკოსი” “ბენფიკას” 50 მილიონ ევროს გადაუხდის
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: “ასტონ ვილამ” ისევ გაიმარჯვა და პსჟ-ს დაუპირისპირდება
ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: “ბაიერნმა”, “ბრიუგემ”, “ბენფიკამ” და “ფეიენოორდმა” გაიმარჯვეს [VIDEO]
გოჩოლეიშვილმა “ჩელსისთან” 70 წუთი ითამაშა – “კოპენჰაგენი” დამარცხდა
გოგიტა გოგუამ და დავით ლორიამ კახა ცხადაძეზე ისაუბრეს
კონფერენს ლიგა. 1/8-ფინალი: გოჩოლეიშვილის გარეშე – “კოპენჰაგენი” “ჩელსისთან” ისევ დამარცხდა
მიქაუტაძე ბაქოში “ყარაბაღს” შეუტევს
მიქაუტაძის გოლი ევროპალიგაზე – ქართველმა “ლიონი” დააწინაურა [VIDEO]
მიქაუტაძის დუბლი – “ლიონმა” ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა [VIDEO]
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის “რიგასი” “პაოკთან” დამარცხდა
ზარია ს “დინამოდან” “ქაირათში” გადავიდა
ლეგიონი: “პაფოსს” ნიკოლოზ გელაშვილის გოლი არ ეყო
გამორჩეული ოდიშიარია და “რიგასის” საპატიო ფრე “ანდერლეხტთან” [VIDEO]
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა – “სპორტინგი” სუპერთასის ფინალში “ბენფიკასთან” დამარცხდა
[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში
ევროპა ლიგა. III ტური: აქტიური ოდიშარია – “რიგასი” “აინტრახტთან” 0:1 დამარცხდა
Geo Team: ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში განაგრძობს
დვალის მორიგი ტიტული კვიპროსში – “აპოელმა” ქვეყნის სუპერთასი მოიგო
კახა ცხადაძემ “ქაირათის” გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
ძალიან დიდი მატჩის დღე – ხვიჩას ეს შეუძლია!..
პსჟ თუ ინტერი? – ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
“ქაირათმა” ნიკა კვეკვესკირთან მოლაპარაკებები უარყო
“როგორც კატა ტომარაში, ისეთი სიტუაციაა” – ავერჩენკო ზარიასა და ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებზე ყაზახეთში
გოჩოლეიშვილმა შორეული დისტანციიდან გაიტანა – “კოპენჰაგენმა” ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა [VIDEO]
ფელიქსი, რომელიც “ბენფიკაში” დაბრუნებასთან იყო ახლოს, საუდის არაბეთში მიდის