ხელოვნების სასახლემ ბრწყინვალე ქართველი ხელოვანისაგან მაკა შანიძისაგან შესანიშნავი საჩუქარი მიიღო.
გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:
“ბრწყინვალე ქართველი ხელოვანისაგან მაკა შანიძისაგან ხელოვნების სასახლემ შესანიშნავი საჩუქარი მიიღო: “ქვილთის” ტექნიკით შექმნილი სუფრა. შეგახსენებთ, რომ „ქვილთი“ უძველესი ტექნიკაა, რომელიც პატარ-პატარა ნაჭრებით, ინტერიერის დეკორისთვის დიდი კომპოზიციური ტილოების შექმნას ნიშნავს. დღეს „ქვილთი“ ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა ევროპასა და ამერიკაში. არსებობს ამ ტექნიკის გამოყენების ქართული მაგალითებიც და ქალბატონი მაკა შანიძის შემოქმედება ამის ბრწყინვალე დასტურია…
ხელოვნების სასახლე დიდ მადლობას უხდის ქართველ ხელოვანს სამუზეუმო კოლექციების შევსების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.”
