შესაბამისმა ძალებმა ჯერ კეზერაშვილს მოაპარინეს ფული ჩვენი ჯარის, ბიზნესის, შემდეგ ევროპელი პენსიონერების ხარჯზე, ამ მოპარულ ფულს კი ახარჯვინებენ პოლიტიკური მიზნებისათვის, ზუსტად იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც

შესაბამისმა ძალებმა ჯერ კეზერაშვილს მოაპარინეს ფული ჩვენი ჯარის, ბიზნესის, შემდეგ ევროპელი პენსიონერების ხარჯზე, ამ მოპარულ ფულს კი ახარჯვინებენ პოლიტიკური მიზნებისათვის, ზუსტად იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც
შესაბამისი ძალები უზრუნველყოფენ იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, წაიღოს თანხები ამ დანაშაულის შედეგად და შემდეგ ახარჯვინებენ ამ თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, დანაშაულის დეტალებზე უნდა იმსჯელოს შესაბამისმა უწყებამ,
„შესაბამისი ძალები უზრუნველყოფენ იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, წაიღოს თანხები ამ დანაშაულის შედეგად და შემდეგ ახარჯვინებენ ამ თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის. თავად დანაშაულის დეტალებზე უნდა იმსჯელოს შესაბამისმა უწყებამ, სასამართლო ხელისუფლებამ, მაგრამ ზოგადად ხელწერა არის აბსოლუტურად ნათელი და გამოკვეთილი. ასეთი ხელწერით მოქმედებენ ისინი სხვა შემთხვევებშიც. თქვენ იცით, რომ იგივე კეზერაშვილის შემთხვევა, როდესაც მას მოაპარინეს ჯერ ფული ჩვენი ჯარის ხარჯზე, ბიზნესის ხარჯზე, შემდეგ ევროპელი პენსიონერების ხარჯზე, შემდეგ უკვე ამ მოპარულ ფულს ახარჯვინებენ პოლიტიკური მიზნებისათვის, ზუსტად იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამია და რასა იუკნევიჩიენე ცარიელ განცხადებებს აკეთებენ, მათ არ აქვთ არავითარი რესურსი, ფაქტი ერთია, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და განვითარებას როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული, პოლიტიკური თვალსაზრისით

„მედიის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ობიექტურობის სტანდარტების განსაზღვრას და შემდეგ ამ ყველაფრის აღსრულებას, სტანდარტები აქამდეც იყო დადგენილი, თუმცა არ არსებობდა ინსტიტუციური მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც აღსრულდებოდა შესაბამისი კანონმდებლობა

ჩვენი სურვილი არის ის, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა იკითხებოდეს ის გაღრმავებული ურთიერთობები სხვადასხვა სფეროებში, რაც, ასე ვთქვათ, საქართველოს გამოარჩევს იმ ურთიერთობებიდან, რომელიც აშშ-ს აქვს სხვა სახელმწიფოებთან პოსტსაბჭოთა სივრცეში