„შესაბამისი უწყებები შეისწავლიან“ — „ოცნება“ „მთავარი არხის“ შესახებ

ხელისუფლების პირველი პირების თქმით, „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „მთავარ არხში“ „შავი სალაროს“ არსებობის შესახებ შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთლიანად ოპოზიცია და ოპოზიციური ტელევიზიები დაადანაშაულა „შავი ფულით“ მუშაობაში.
„ეს არ არის ახალი ამბავი, თუმცა გამოკვეთილია ახალი დეტალები ამ თემასთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკური ძალები ასრულებენ ძალიან ნეგატიურ როლს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას და იმაშიც, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები არიან ქცეული სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად, შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. შესაბამისი უწყებები შეისწავლიან ამ საქმეს“, — განუცხადა ჟურნალისტებს მ.
„ჩვენ საქმე გვაქვს რეციდივისტებთან, გვარამიას და მისი გუნდის სახით, რომელიც ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებენ, „რუსთავი 2“-ში იქნება ეს თუ „მთავარ არხში“, — თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ „ამ საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან და უფრო მეტი გვეცოდინება“.
„კურიერის“ ინფორმაცია
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ხელში ჩაუვარდათ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის გიორგი ქურდაძის საჩივარი, რომელიც ტელევიზიის შავ სალაროს ეხება. სამი წერილი ეროვნული ბანკისა და „ ბანკის“ ხელმძღვანელობის სახელზეა დაწერილი.
ქურდაძის თანახმად, „2019 წლიდან დღეის ჩათვლით, პარლამენტარ ს მიერ „მთავარი არხის“ სალაროში შედის გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდი ფული, რომელიც „თიბისი ბანკის“ ანგარიშების მეშვეობით ხვდება საბანკო გადარიცხვების ცირკულაციაში, „მთავარი არხის სახელით, უცხოეთის ჩათვლით. მაგალითად, მხოლოდ 2019-24 წლებში, „მთავარ არხში“ ს დირექტორობის პერიოდში, შემოსულია 8 475 000 დოლარის ეკვივალენტის გაურკვეველი წარმომავლობის უკანონო ნაღდი ფული, ძირითადად დოლარის კუპიურებით. შესაბამისი შემოსავლიდან, ამავე პერიოდში უცხოეთში გადარიცხულია 2 მილიონი დოლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტაში, დოლარში, ევროში და ფუნტში“.
„რუსთავი 2“-ის თანახმად, წერილებში ფიგურირებს გვარები: დეპუტატი კობა ნაყოფია, „მთავარი არხის“ ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნიჟარაძე და სარეკლამო სააგენტოს „ნიუ სეილსის“ დირექტორი თეა გვარამია.
ქურდაძის წერილის თანახმად, უკანონო ნაღდი ფული რეალურად შეაქვს კობა ნაყოფიას, ფორმალურად კი ფორმდება უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაიას სახელზე.
„კურიერის“ თანახმად, ეროვნულ ბანკში ქურდაძის ბოლო საჩივარი, რომელიც ტელეკომპანიას „ექსკლუზიურად მიაწოდეს“, 11 ოქტომბრით თარიღდება და მას ახლავს დანართი 382 ფურცელი.
„მთავარი არხის“ განცხადება
„მთავარი არხი“ აცხადებს, რომ არასოდეს განუხორციელებია არცერთი უკანონო ტრანზაქცია.
„სამწუხაროდ, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის გოგი ქურდაძის გამოგონილი ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს — ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს და, შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდეს მისი მაუწყებლობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ „ოცნების” რუსული რეჟიმის ინტერესებს ემსახურება“, — აცხადებს „მთავარი არხი“ და დასძენს, რომ გოგი ქურდაძის წერილში გაჟღერებული ცრუ ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ არც იმსახურებს არხის და ჩვენი მაყურებლის დამატებით ყურადღებას.