შერმადინს გუნდში ლიდერობა მატჩის მოსაგებად არ ეყო

გიორგი შერმადინმა კარგი მატჩი ჩაატარა, ის გუნდში ლიდერი იყო, თუმცა მატჩი მაინც წააგო. საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში “ლენოვო ტენერიფე” სტუმრად ლატვიურ “რიგასთან” დაძაბულ ბრძოლაში, 72:77 დამარცხდა.
შერმადინმა მოედანზე 29 წუთი გაატარა, ამ დროში კი – 16 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 5 ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე “ტენერიფე” ჯგუფს 3 მოგებით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი – სტუმრად ფრანგულ “შოლეს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე