შერმადინმა “უნიკახასთან” 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა

ესპანეთის ჩემპიონატს 2 ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს – 4-დან 4 გამარჯვების მქონე “ვალენსია” და “ტენერიფე”. ამ უკანასნელის ლიდერი გიორგი შერმადინია, რომელიც სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს. გასულ, მე-4 ტურის მატჩში შერმადინი ისევ გამოირჩა. მან თავისი გუნდის მორიგ, ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაში ტრადიციულად სოლიდური წილი დაიდო.
“ტენერიფემ” ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ “უნიკახას” უმასპინძლა, რომლის დამარცხებაც არ გასჭირვებია – 95:79. მასპინძლებს მარსელო უერტასმა და გიორგი შერმადინმა ულიდერეს. ბრაზილიელმა თამაში 19 ქულით, 2 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა, ქართველმა კი 15 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინმა 6-იდან 5 ორქულიანი ჩააგდო და 5-ივე საჯარიმო ზუსტად ისროლა. შერმადინი, რომელსაც სარგებლიანობის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა (22), მატჩის MVP-ად დასახელდა.
მაღალი ალბათობით, ტენერიფეს 36 წლის ქართველი ცენტრი ლიგა ენდესის ოქტომბრის MVP-ადაც დასახელდება, მისი გუნდი კი მომდევნო ტურში “ბასკონიას” ესტუმრება (2 ნოემბერს). მანამდე კი, 28 ოქტომბერს, შერმადინის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გასვლაზე ბურსას “ტოფაშთან” ითამაშებს.
FBF.GE
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო “ბაიერნში” – გერმანულმა გუნდმა “მილანი” დაამარცხა
შენგელია საუკეთესო იყო – “ბარსელონა” სახლში დამარცხდა
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს – “ტენერიფემ” “მურსია” დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მაგრად იწყებს – ქართველის 28 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება “მანრესასთან” პირველ ტურში
შერმადინი “ტენერიფეს” უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
[VIDEO] “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს – შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
[VIDEO] შერმადინის ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში | “ტენერიფემ” “ჰერცლია” დაამარცხა