ესპანეთის ჩემპიონატში ის გამონაკლისი ტური იყო, ორცა “ლაგუნა ტენერიფემ” წააგო. გიორგი შერმადინის გუნდი სტუმრად “ვალენსიას” შეხვდა, თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ თამაში სუსტად ჩაამთავრა და შეხვედრა 79:96 დათმო.
შერმადინმა მოედანზე 22:31 წუთი გაატარა და ტენერიფელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან სამივე საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 11 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა. საინტერესო ის იყო, რომ შერმადინმა მოხსნებში მნიშვნელოვან ზღურბლს გადააბიჯა. მის ანგარიშზე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 2000 მოხსნა დაგროვდა, რაც კიდევ ერთი გამორჩეული შედეგია.
ტენერიფესთვის ეს გახლდათ მე-2 მარცხი მე-7 მატჩში. ამ მომენტისთვის კანარელები მე-5 ადგილზე არიან. შემდეგ ტურში, 23 ნოემბერს, “ტენერიფე” სტუმრად “სარაგოსას” შეხვდება.
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
შერმადინმა “უნიკახასთან” 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა – “ტენერიფე” “ბასკონიასთან” დამარცხდა
14 ქულა და გამარჯვება “ბურგოსთან” | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს




