დღეს ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი იწყება. უმაღლეს ლიგაში, რომელსაც მისი გენერალური სპონსორის გავლენით ლიგა ENDESA ეწოდება, 4 ქართველი ითამაშებს – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და მათე ხატიაშვილი. შენგელია “ბარსელონას” ღირესებას დაიცავს, შერმადინი – “ტენერიფეს”, ბურჯანაძე – “გრანადას”, ხატიაშვილი კი “ბასკონიას”. ხატიაშვილი 17 წლისაა და ბასკური გუნდის მაისურით მოედანზე შესაძლოა იშვიათად გავიდეს.
4 ოქტომბერს, პირველ ტურში “ტენერიფე” “მანრესას” მასპინძლობს, “გრანადა” “ხუვენტუდს” დაუხვდება, “ბასკონია” სარაგოსაში ითამაშებს, ხოლო “ბარსელონა” 5 ოქტომბერს სტუმრად “ვალენსიას” გაეჯიბრება. გიორგი შერმადინი ახალ სეზონს კაპიტნის ამპლუაში ხვდება. ის არ იქნება ერთი – “ტენერიფეს” 3 კაპიტანი ეყოლება, რაც კლუბმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ოფიციალურად გამოაქვეყნა.
საინტერესოა, რომ ლიგა ენდესას 2025-26 წლების სეზონში 10 ყველაზე ხნიერი კალათბურთელიდან 4 სწორედ ტენერიფელთა ღირსებას დაიცავს. უხუცესი უერტასია (42 წლის და 4 თვის), შემდეგ დორნეკამპი (39 წლის და 10 თვის) მოდის, შერმადინი (36 წლის და 6 თვის) მეექვსეა, ათეულს კი ტიმ აბრომაიტისია (36 წლის) აგვირგვინებს. ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ “ლაგუნა ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ხნიერი გუნდია (საშუალოდ 32 წელი).
შერმადინი ტენერიფელთა ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ ამ კლუბში აქვს გატარებული. ქართველი ცენტრი 2-ჯერ (2021, 2023) გახდა ლიგა ენდესას MVP, 6-ჯერ (2017, 2020, 2021, 2022, 2023, 2024) შეიყვანეს ჩემპიონატის საუეკთესო ხუთეულში, 2-ჯერ (2020, 2023) ფიბას საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, ერთხელ (2022) კი – ჩემპიონთა ლიგა.
GBF.GE
[VIDEO] შენგელიას წარუმატებელი დებიუტი – “ბარსელონა” “ჰაპოელ თელ ავივთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
“ბასკონიამ” 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
“ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის” – თორნიკე შენგელიას ცოლი
“ანდორასთან” ორმაგი დუბლით შერმადინი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა
[VIDEO] შენგელიას წარუმატებელი დებიუტი – “ბარსელონა” “ჰაპოელ თელ ავივთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა
“ევრობასკეტამდე ცოტათი შეშინებული ვიყავი, ახლა ყველაფერი კარგადაა” – შენგელიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა
მათე ხატიაშვილმა “რეალს” 22 ქულა ჩაუგდო | ქართველი გამთამაშებელი ავანსებს ამართლებს
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი – “ტენერიფემ” ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
შერმადინის შედეგიანობა ვალენსიასთან გამარჯვებით ვერ დაფასდა
შერმადინის მორიგი კარგი მატჩი – “ტენერიფე” პლეი-ოფს გამარჯვებით იწყებს
“როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე” – რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე “გრანადას” კალათბურთელია
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო – შერმადინის მაგარი მატჩი “რეალთან”
ბექა ბურჯანაძის ლიდერობით “ლეიმა კორუნამ” “ბარსელონა” დაამარცხა და შანსი შეინარჩუნა
ბურჯანაძისა და შერმადინის გუნდებმა ესპანეთის ჩემპიონატში საჭირო მოგებები გაიფორმეს
შერმადინი “სარაგოსასთან” მატჩის MVP გახდა – ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
ბურჯანაძის “ლეიმა კორუნა” კონკურენტ “ბრეოგანთან” სტუმრად ბრძოლაში დამარცხდა
მათე ხატიაშვილი საქართველოს 14-წლამდელთა გუნდს ევროპის ლიგის ფინალში შეუძღვა
ბურჯანაძის 6 ქულა და 7 მოხსნა მადრიდის “რეალთან”
“მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა” – თორნიკე შენგელია “ბარსელონაში” დებიუტისთვის ემზადება
