შერმადინი მატჩის MVP და ტენერიფეს ყველა დროის საუკეთესო მომხსნელი გახდა

გიორგი შერმადინი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში, სადაც მისმა ლენოვო ტენერიფემ მე-17 ტურის მატჩში ხუვენტუდს უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დომინირებით 90:70 დაამარცხა, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და დამსახურებულად გახდა მატჩის MVP.
„საქართველოს ნაკრების ცენტრმა ტენერიფელთა სასტარტო ხუთეულში 26:50 წუთი ითამაშა, რა დროშიც 21 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 9-იდან 9 ორქულიანი და 5-იდან 3 საჯარიმო ჩააგდო. მარსელინო უერტასსაც ძალიან შედეგიანი მატჩი ჰქონდა, ბრაზილიელმა 22 ქულა და 12 პასი მიითვალა, თუმცა შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი (32) ვერ გადაფარა.
ამ მატჩში შერმადინმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ტენერიფეში მისმა მოგროვებულმა მოხსნების რაოდენობამ 837-ს მიაღწია, რაც კლუბის საუკეთესო შედეგია. ხუვენტუდთან მატჩში გიორგიმ გადაასწრო წინანდელ რეკორდსმენს, კენ ჯონსონს, რომელიც 834 მოხსნით პირველ საფეხურზე იყო“, – ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო