შერმადინი “გრანადასთან” მატჩისა და სრულიად 26-ე ტურის MVP გახდა

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა ცენტრმა ეს ტიტული მიმდინარე სეზონში მეორედ დაიმსახურა. გიორგი საუკეთესო იყო ასევე 24-ე ტურში, რაც მის საუკეთესო ფორმაში ყოფნას მოწმობს.
შერმადინმა ამჯერად თავი “გრანადასთან” მატჩში გამოიჩინა. “ტენერიფემ” “გრანადას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 95:87 დაამარცხა. “გრანადა” ლიგა ენდესას ერთ-ერთი აუტსაიდერია, თუმცა ერთ-ერთ ლიდერთან ბოლომდე იბრძოლა და მოგების შანსსაც ინარჩუნებდა. ტენერიფელებმა მეტოქე ბოლო წუთებზე გატეხეს და ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვეს.
შერმადინმა მოედანზე მყოფთაგან ყველაზე შედეგიანად ითამაშა. ის სასტარტოში იყო და
31 წუთში გუნდს 19 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ტრადიციულად, შერმადინი ძალიან ზუსტად ისროდა – 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და სამივე საჯარიმო. მის ანგარიშზე იყო 1 დაფარებაც.
ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთმა ქართველმა. “გრანადას” შემადგენლობაში გიორგი ბეჟანიშვილმა 14 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა და გუნდს 6 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოუტანა.
ამ გამარჯვებით “ტენერიფე” გაუთანაბრდა ლიდერ მადრიდის “რეალს”, რომელმაც ტურის თავისი მატჩი მოგვიანებით “ბარსელონასთან” მოიგო და ისევ გაპირველდა.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში