მცირე პაუზის შემდეგ გიორგი შერმადინმა მატჩის MVP-ის ტიტული მოიპოვა. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, რომელშიც “ლაგუნა ტენერიფემ” “მურსია” 82:74 დაამარცხა. “მურსიამ” პირველი ტაიმი 33:32 მოიგო, რის შემდეგაც “ტენერიფემ” მეტოქეს მესამე პერიოდში 10 ქულით მოუგო (25:15) და ეს უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22:55 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შერმადინმა 5-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო სროლა ჩააგდო. გიორგი შეხვედრის MVP გახდა. “ტენერიფეს” საუკეთესო მექულე კი
მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც შეხვედრა 23 ქულით დაასრულა.
“ტენერიფე” მომდევნო ტურში შერმადინის ყოფილ გუნდს “ანდორას” შეხვდება. გიორგის კლუბს მიმდინარე სეზონში 8 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდა. “ტენერიფე” 16 ქულით მეოთხე ადგილზეა.
GBF.GE