შერმადინის 8 ქულა და “ტენერიფეს” გამარჯვება “სარაგოსასთან”

ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” “სარაგოსას” უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში – 106:97 აჯობა. “სარაგოსა” მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა და ბოლო მეოთხედსაც 4-ქულიანი უპირატესობით შეხვდა – 75:71.
მასპინძლებმა გადამწყვეტ პერიოდში მეტოქეს 35:20 აჯობეს და სეზონში მეათე შეხვედრა მოიგეს. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. მან 3-დან ერთი ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა.
“ტენერიფეს” ბრუნო ფიტიპალდომ ულიდერა, ურუგვაელმა მატჩი 16 ქულით, 1 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა. “სარაგოსას” მხრიდან ყველაზე
მეტი ქულა ბოსნიელმა ემირ სულეიმანოვიჩმა ჩააგდო (23 ქულა).
“ტენერიფეს” ამ მოგებით 20 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზეა. ესპანეთის ჩემპიონატს 22-22 ქულით “ვალენსია” და “უნიკახა” ლიდერობენ. შერმადინის გუნდი მე-15 ტურში “ბილბაოს” უმასპინძლებს.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში