შერმადინის 7 ქულა და “ტენერიფეს” მე-3 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

გიორგი შერმადინის “ლაგუნა ტენერიფემ” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტოპ 16-ის მესამე ტურში ტენერიფელებმა თურქულ “ალიაღა პეტკიმს” უმასპინძლეს და 90:83 დაამარცხეს.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24:20 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. “ტენერიფეს” 15 ქულით თომას სკრაბმა ულიდერა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. “ტენერიფე” 3-დან 3 მოგებით K ჯგუფს ლიდერობს. მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფის
2 საუკეთესო გუნდი გადის. 8 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში დაწყვილდება და 4 საუკეთესოს გამოავლენს, რომლებიც 4-თა ფინალს ითამაშებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში