შერმადინის 14 ქულა და “ტენერიფეს” დამაჯერებელი გამარჯვება დებიუტანტ “პალენსიასთან”

“ლენოვო ტენერიფემ”, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს, ესპანეთის ჩემპიონატში მე-5 გამარჯვება მოიპოვა. ტენერიფელებმა ლიგა ენდესას დებიუტანტ “პალენსიას” უმასპინძლეს და დამაჯერებელი სხვაობით – 91:72 იმარჯვეს.
შერმადინმა მოედანზე 22:27 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 14 ქულას, 5 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა. გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო და 3-დან ვერც ერთი საჯარიმო გამოიყენა. “ტენერიფედან” 20-20 ქულა ურუგვაელმა ბრუნო ფიტიპალდომ და ბრაზილიელმა მარსელო უერტასმა მოაგროვეს. ხოან სასტრეს ანგარიშზე კი 18 ქულა იყო.
GBF.GE