შერმადინის “ტენერიფეს” მეოთხედფინალური სერია თურქეთში გაუთანაბრეს

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეითხედფინალურ სერიაში, რომელშიც გიორგი შერმადინი თურქულ “თოფაშს” ეპაექრება, მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. სერიის მე-2 მატჩი, რომელიც ბურსაში გაიმართა, “თოფაშის” გამარჯვებით – 90:81 დასრულდა.
ბურსაში გამართულ მატჩში ქართველი კალათბურთელი სათარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მოედანზე კი 19:27 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 3 მოხსნა (ყველა საკუთარ ფარზე) და 1 დაფარება მიითვალა. 35 წლის ქართველმა ცენტრმა 2-იდან 1 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, მის პასივში კი 2-2 ფოლი და დაკარგვა იყო.
მოედანზე საუკეთესო მასპინძელთა კალათბურთელი კაილი გაი იყო, რომელმაც თამაში
34 ქულით დაასრულა. თურქულ გუნდს კი 24 ქულით კალებ ჰოუმსლიმ ულიდერა.
სერიის მესამე მატჩის მოგების შემთხვევაში, შერმადინის გუნდი საკალათბურთ ჩემპიონთა ლიგის “ოთხთა ფინალში” ზედიზედ მესამე სეზონში ითამაშებს, ნახევარფინალში კი “ბონისა” და “პერისტერის” წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება, რომელთა სერიაშიც ანგარიში ასევე 1:1-ია და გამარჯვებული 16 აპრილს გამოვლინდება.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში