შერემეტიევოს აეროპორტში რუსული და ჩინური თვითმფრინავები ერთმანეთს შეეჯახნენ

მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში რუსული და ჩინური ავიაკომპანიების კუთვნილი თვითმფრინავები ერთმანეთს შეეჯახნენ. ინფორმაცია ინციდენტის შესახებ Reuters-მა რუსულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ოთხშაბათს, ღამით მოხდა, როდესაც თვითმფრინავები აეროპორტის ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილდებოდნენ. ავიაკომპანია „როსიის“ კუთვნილმა თვითმფრინავმა – Sukhoi Superjet-ი, სადესანტო ზოლზე მოძრაობისას მეორე თვითმფრინავს – Air Hainan-ის კუთვნილ Airbus A330-ს მიეჯახა, რის შედეგადაც რუსულ ავიალაინერს კუდის ნაწილი დაუზიანდა.
შემთხვევისას არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე თვითმფრინავი დაზიანდა. მგზავრები უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით სხვა თვითმფრინავში გადაიყვანეს.
შემთხვევის გარემოებებს შესაბამისი სამსახურები იძიებენ. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია