„შერატონ ბათუმში” გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „10 წელი ფოკუსში“

20 ივნისს, „შერატონ ბათუმში” გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით „10 წელი ფოკუსში“. გამოფენაზე, კონკურსის „ევროკავშირის
პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებული ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიასა და მისი ხალხის გამძლეობას, გამოწვევებსა და წარმატებებს ასახავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს გამოფენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ და მის მზადყოფნას, გააგრძელოს ჟურნალისტების დახმარება.
„გამოფენა, რომელიც თბილისში ევროპის დღის აღნიშვნის ნაწილი იყო, თავდაპირველად გორის „ხელოვნების სახლში“ ერთ თვეზე მეტ ხანს იყო წარმოდგენილი. ამჟამად, ის ევროპის დღე ბათუმის ნაწილია, რომელიც ოფიციალურად გაიხსნება ხვალ სასტუმრო “შერატონ ბათუმში”“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია