შერატონ “ – სასტუმრო აქტიურად თანამშრომლომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზადაა შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე მიაწოდოს საგამოძიებო მასალა

სასტუმრო „შერატონ “ 15 იანვარს სასტუმროში მომხდარის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ განმარტავენ, სასტუმრო აქტიურად თანამშრომლომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზადაა შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა.
„ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა აღნიშნულ ინციდენტს ვუდგებით სრული სერიოზულებით.
სასტუმრო აქტიურად თანამშრომლომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზადაა შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა – ყველა, ვისაც ყალბი, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია