„შენ სადღაც დაფრინავო, მეუბნებიან და კარგია თუ დავფრინავ…” – მსახიობი 80 წლისაა! – Marao

დღეს მსახიობ ს დაბადების დღეა.
სოციალურ ქსელში მსახიობს დაბადების დღეს ჟურნალისტი ზაკ მირიანშვილი ულოცავს და წერს: „დღეს კირა ანდრონიკაშვილის დაბადების დღეა – „შენ სადღაც დაფრინავო, მეუბნებიან და კარგია თუ დავფრინავ…” – ის მაგალითია, როგორ შეიძლება იყო სილამაზის ეტალონი, რომელიც ცხოვრების გზაზე შეხვედრილმა მრავალმა უსამართლობამ თუ შურმა არ შეცვალა, არ გააბოროტა და დარჩა ასეთად! ასაკს არ გაგიმხელთ, მაგრამ გეტყვით რომ ის კვლავ მზად არის ქართულ კინოს მრავალი საინტერესო როლი შესძინოს! მისი სიკეთე ანათებს ყველაფერს, სადაც კი ხვდება და გვაძლევს იმედს იმისა, რომ მშვენიერება საბოლოოდ გადაარჩენს სამყაროს! გილოცავთ ჩემო ძვირფასო, რა ბედნიერებაა რომ ხართ ჩემს ცხოვრებაში! ჩვენ 12 წელია რაც ვმეგობრობთ“.
ზაკი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მსახიობი მის ცხოვრებაზე საუბრობს.
მაყურებელს დღემდე ახსოვს მის მიერ განსახიერებული ცირა, ფილმიდან “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”; ძაბული, ფილმიდან “მთვარის მოტაცება” და მრავალი სხვა. კირა ანდრონიკაშვილი რჩევებს არ იშურებს და ამბობს, რომ სილამაზის საიდუმლო გენეტიკასთან ერთად ადამიანის პოზიტიური აზროვნების შედეგია და რომ ბედნიერი ქალბატონები ყველაზე ლამაზები არიან.
“ჩემი თვალით მინახავს, როგორ ხეხავდა იატაკს ეს მშვენიერი ქალი, როგორ ამზადებდა სადილს და რა სიყვარულით ზრდიდა შვილებს. ახლაც თვალნათლივ მახსოვს ჩიტაძის ქუჩა და ის სახლი, სადაც ნატა (ნატო ვაჩნაძე) მამიდა ცხოვრობდა: ერთი ნავთქურა ჰქონდა, რომელსაც “კერასინკას” ეძახდნენ და იმ ნავთქურაზე უგემრიელეს ღვეზელებს აცხობდა. მისი მომზადებული მწვანე სალათის გემო დღემდე არ მავიწყდება. ძალიან ხშირად ვიყავი მასთან. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ ვხედავდი, როგორ შრომობდა. ქმარი – ნიკოლოზ შენგელაია, ავარიაში დაეღუპა და სამი ვაჟის გაზრდა ხუმრობა ხომ არ იყო? ბევრს ეგონა, რომ ნატო ვაჩნაძე სახლში არაფერს აკეთებდა, მაგრამ ის, უპირველესად, კარგი დედა იყო და მერე იყო ცნობილი მსახიობი. სხვათა შორის, ცხოვრებაში უფრო ლამაზი იყო, მშვენიერი, იისფერი თვალები ჰქონდა; ეკრანზე მისი სილამაზე სანახევროდაც არ ჩანს.
ძალიან ლამაზ ხალხში გავიზარდე, მარტო ფიზიკურად კი არა, სულიერადაც ლამაზები იყვნენ. ჩემი მამიდები – ნატო ვაჩნაძე და კირა ანდრონიკაშვილი, ულამაზესი ქალები იყვნენ; სილამაზით ბებიებიც გამოირჩეოდნენ. მამაჩემის ბებია დარო ჭავჭავაძე ულამაზესი იყო და ჩვენს გვარს ხალხში მზეჭაბუკების გვარს ეძახდნენ. დედა ჯორჯაძე მყავდა, მისი მშობლებიც ძალიან ლამაზები იყვნენ. მოკლედ, მამის მხარეს არც ჯორჯაძეები ჩამორჩებოდნენ, მაგრამ მე ამას ვერც კი ვამჩნევდი – ჩვენს ოჯახში ადამიანებს სამოსით და გარეგნობით არასოდეს აფასებდნენ, მთავარი პიროვნული თვისებები იყო, ვზრუნავდით, რომ მშრომელები და განათლებულები ვყოფილიყავით” – იხსენებდა კირა ანდრონიკაშვილი.