“შენ რა, ფრანგულად მელაპარაკები?” – ჩერჩესოვი ყაზახ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა მშობლიურ ენაზე დაუსვა

ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი სკანდალში გაეხვია.
ყაზახეთი-სლოვენიის (0:1) მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჩერჩესოვს კითხვა ყაზახურ ენაზე დაუსვა, ჩერჩესოვმა კი ასეთი პასუხი გასცა:
“შენ რა, ფრანგულად მელაპარაკები?”.
კითხვის ავტორი ჟურნალისტი ბეგასილ სეუთხანოვი გახლდათ, რომელსაც “პარი სენ ჟერმენის” მაისური ეცვა.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
“სტანისლავ ჩერჩესოვი ყაზახურ ენას დიდ პატივს სცემს, გარდა ამისა ის ყაზახურ ენას დიდი მონდომებით სწავლობს”, – ნათქვამია ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ყაზახეთი ორენოვანი სახელმწიფოა, სადაც ყაზახური და რუსული ოფიციალურ ენებადაა გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ