“შენ მე ამ ფულით აყირავებას მიპირებ” – “რუსული კანონის” რეალური მიზეზი

უმრავლესობის ლიდერმა მ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ NGO და მედია ერთადერთი გაუმჭვირვალე კუნძულია ქვეყანაში, შესაძლოა, მას უნდოდა ეთქვა, რომ ერთადერთი დამოუკიდებელი, გაუკონტროლებელი კუნძულია ქვეყანაში, თორემ, ყველა გრანტის ხარჯთაღრიცხვა რომ გამჭვირვალეა, მაგალითად, არაერთი დეპუტატისგან განსხვავებით, რომლებიც დეკლარაციებსაც კი არასწორად ავსებენ, ეს უკვე ქვეყანაში ყველამ იცის.
მამუკა მდინარაძე გრანტებს შავ ფულს უწოდებს და ამბობს, რომ მტერ ქვეყანას კი არა, დასავლეთს უნდა ამ ხელისუფლების “აყირავება”.
ერთადერთი გაუმჭვირვალე კუნძულია NGO და მედია მიმართულებით – სხვა ყველაფერი გამჭვირვალეა! შენ მე ამ ფულით აყირავებას მიპირებ, ხელისუფლებისა თუ ქვეყნის ქაოსში ჩაბმას აპირებ და მეუბნები, როგორ იკადრე, რომ თქვი და სხვა რაღაც გააკეთე ყველა პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე, ადამიანი, რომლის შემოსავალი 40 ათასს ლარს სცდება, ვალდებულია დეკლარაცია შეავსოს და თუ ჩვენ ამდენ დეკლარაციებს ვავსებთ და თეთრების სიზუსტით ვწერთ, რა პრობლემაა? ეს არის მათი ბრძოლა შავი ფულისთვის და ამ შავი ფულით რა კეთდება? კანვასის ტრენინგები ამ ფულით არ ფინანსდებოდა და ეს ფული მტრული სახელმწიფოდან მოდიოდა?! ISFED-მა ხმის პარალელური დაცვის მონაცემები რომ რომ გააყალბა, ეს ფული საიდან იყო?! რომელი მიმართულებიდან მოდიოდა ფული, რომელიც იმაში ჩაიდო, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან დაფინანსებულ ორგანიზაციას პარალელული ხმის დათვლის მონაცემები გაეყალბებინა და ამით ხელისუფლება და ქვეყანა აეყირავებინა?! დიდი მწვავე ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ ის, რაც გვეკუთვნის!“ – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძის ნათქვამიდანვე ჩანს, რუსული კანონის რეალური მიზეზია იმ გაუკონტროლებელი ორგანიზაციების კონტროლი, რომლებსაც ამჟამად ვერ აკონტროლებს ხელისუფლბა და თავის დაცვა “აყირავებისგან”.

ასევე დაგაინტერესებთ