“შენ ზუსტად ის არტისტი ხარ, ვინც ჩვენ გვჭირდება” – ქართველი მომღერლი ნინი ბრეგვაძე “ამერიკული ვოისის” ტოპ 12 მონაწილეს შორის დასახელდა

ქართველი მომღერლის ამერიკული წარმატება გრძელდება. ნინი ბრეგვაძე – იგივე ნინი აირისი ამერიკული ვოისის ტოპ 12 მონაწილეს შორის დასახელდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომღერალი შოუს მთავარ ეტაპზე, – ლაივ ტურებზე იმღერებს.
მომღერალმა საუკეთესო თორმეტ მონაწილეებს შორის საგზური სიმღერით “რივერ” მოიპოვა. ნინი ბრეგვაძემ ამერიკის ვოისის ბრმა კასტინგის შემდეგ, ნოკაუტის ტური გაიარა და რინგში მეტოქეც დაამარცხა, ამის შემდეგ კი 12 მონაწილის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა და ჟურის აღფრთოვანებაც დაიმსახურა.
“შენ ზუსტად ის არტისტი ხარ, ვინც ჩვენ გვჭირდება”, “შენ ნამდვილი ვარსკვლავი ხარ ” – ამ სიტყვებით,, ქართველი მომღერალი გვენ სტეფანმა და ჯონ ლეჯენდმა შეაფასა.
ნინი ბრეგვაძის ამერიკელი მწვრთნელი ნილ ჰორანია, რომელმაც დიდი შეფასების და ოვაციების შემდეგ, Playoff-ების ეტაპზე 3 მონაწილეს შორის ქართველი მომღერალიც შეარჩია და ტოპ 12 ეულში გადაიყვანა.
წარმატებისკენ შემდეგი ეტაპი ლაივ ტურებია, სადაც ჟიურის მხარდაჭერის გარდა ნინი ბრეგვაძეს ქართველი დიასპორის მხარდაჭერა დასჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე