“შენს გზაზე იარე, დე! მამაშენი და მე, სულ იქვე ვართ” – რას წერს მარიამ გულედანის დედა ნინი ბუკია?

აჩიკო გულედანის და ნინი ბუკიას შვილის, მარიამ გულედანის მიერ ტელეეთერით ჰაგიოგრაფიაზე, კონკრეტულად კი გრიგოლ ხანძთელზე საუბრის და მასზე გამოხმაურებების შემდეგ, ნინი ბუკია შვილს მიმართავს.
„მამიკოს ყველა სიტყვას ხელს ვაწერ! ტაპი ზაქარაიძის ეშხით აგერ ახლა, იანვარში წავიკითხე ვეფხისტყაოსანი მე პირადად. გადავირიე, გავგიჟდი, მარტო ტარიელზე მეფიქრება, მარა აქამდე მართლა ვერ წავიკითხე. ვერ გავიგე. დამამძიმა. არ მესმოდა და აბა სიყვარული ვის უნდა გაეჩინა ან როგორ?
მეტი კითხვა დაუსვი შენ თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის, რასაც ფიქრობ. არ არის მარტივი ეგ, მაგრამ
„ჩვენ“ რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ.
მოკლედ, შენ გზაზე იარე დე! და მამაშენი და მე, სულ იქვე ვართ. ხან ყვავილით, ხან დუბინკით და „ვაბშე“ ყველაფრით შენ თუ გინდა“, – წერს ნინი ბუკია სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, მარიამმა ერთ-ერთ გადაცემაში ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებზე საუბრის დროს განაცხადა:
„მომეწონა აბო და შუშანიკი, მაგრამ გრიგოლ ხანძთელის წაკითხვისას რა დროც დავხარჯე, მინდა ვინმემ დამიბრუნოს, იმიტომ, რომ მაგას ვერავინ დამიბრუნებს.