“შენი ხმა ევროკავშირს” | სამოქალაქო საზოგადოების მარში საქართველოს ევროპული მომავლისთვის

ევროპული მომავლის დასაცავად საქართველოს მოქალაქეები ერთიანდებიან. ორ დღეში, თბილისში ევროინტეგრაციის მხარდაჭერი მანიფესტაცია გაიმართება. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე მსვლელობა თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედანამდე ჩაივლის. სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებულ მსვლელობაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს საქართველოს პრეზიდენტიც. ამ აქციით ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ ევროპულ არჩევანს.