„შენი ტელეფონიდან გქონდა ნალაპარაკევი ფრანგ ქალთან, კარგი ბოტასები მაქვსო…“ – კაბუ საფრანგეთში დაკავების ისტორიას იხსენებს

ჰიპ ჰოპ არტისტი კაბუ, საფრანგეთში, წლების წინ დაკავების ისტორიას იხსენებს.
„1 წელი ვიჯექი, გემრიელად ვივარჯიშე, ფრანგულიც ვისწავლე და გამოვედი.
როცა დამაკავეს, ვუთხარი, მოდი ინტერნეტს გაგიზიარებთ, თქვენ თუ არ გაქვთ-მეთქი. თარჯიმანს გავხედე, ქურდი ვარ მე, ტო?! ამოიღე ხმა, რას მიყურებ და მიღიმიხარ-თქო. ქურდებთან ერთად ვარ მე, მთელი ცხოვრება. ვარ რა, ჩემი მეგობრები არიან, ჩემი ბავშვობის ძმაკაცები. ვერ ვეტყვი, ქურდი ხარ, აღარ მიყვარხარ მეთქი. ეგრე გაიზარდნენ, მე მსახიობად გავიზარდე და გამოვედი. რა გავაკეთო, მე არ ვიტყვი, რომ ის ბიჭები არ მიყვარს, პატივს აღარ ვცემ და აღარ შევხვდები. როგორც კი მექნება საშუალება, ეგრევე შევხვდები, ხმამაღლა ვამბობ. მომენატრნენ, მოკითხვა ყველას.
საფრანგეთში სამკურნალოდ რომ ჩავედი, მაგრად მომხედეს. ჯერ ერთი, თვეში ერთხელ ვხვდებოდი… ჩავედი მომხედეს, გამომიშვეს.
მე ვიცოდი, რომ ბოლო ბოლო, სიმართლე გაირკვეოდა. 2015 წელს რომ ჩამოხვედი, შენი ტელეფონიდან გქონდა ნალაპარაკევი ფრანგ ქალთან, კარგი ბოტასები მაქო. 2018 წელია ახლა, ენა არ ვიცი, 2015-ში ახალ ჩამოსულს რა ენა უნდა მცოდნოდა-თქო. ტან ფრეანგ ქალთან მელაპარაკა, მოდი ბოტასები იყიდე, გეხვეწები-მეთქი… “ – იხსენებს კაბუ „სხვა ნანუკასთან“.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაბუ 2018 წელს, 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაცია „Caucase Normandie“-ის ფარგლებში დააკავეს.
-ს ცნობით, ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი იყო დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ