შენი სამშობლოს, ეროვნულობის, სუვერენიტეტის განცდა თუ გაქვს, მისი დაცვაა ბრძოლა – მტერი ყოველთვის ტანკით და იარაღით კი არ მოდის

„დღეს კიდევ შეცვლილია რეალობა, რადგან რამდენიმე წლის წინ „ენჯეო“ სექტორის, ევროკავშირის წარმომადგენლის, ან კონგრესმენის გაკრიტიკება სრულიად წარმოუდგენელი იყო და საპასუხოდ პირდაპირი შეტევა იწყებოდა“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ს თქმით, საზოგადოება მუდამ მზად უნდა იყოს ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად.
„ჩვენი, „ხალხის ძალის“ მიზანია კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ უცხოურ ძალებთან დაკავშირებული რეალობა. საქართველოს მოქალაქეებს კი მოვუწოდებ – სულ მზად ვიყოთ ბრძოლისთვის. შენი სამშობლოს, ეროვნულობის, სუვერენიტეტის განცდა თუ გაქვს, მისი დაცვაა ბრძოლა – მტერი ყოველთვის ტანკით და იარაღით კი არ მოდის“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
Next: საქართველოში 10 000-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ 4-5 მათგანზე ნაწილდება ქვეყნის გარედან შემოსული მთელი შემოსავალი

ასევე დაგაინტერესებთ

NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან, არც საარჩევნო პროცესებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში