„შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ“ – ილიაუნიში ღია კარის დღეები გაიმართება

27, 29 თებერვალსა და 2 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინტერესებული აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის ღია კარის დღე გაიმართება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრების დამსწრეებს ილიაუნის პროფესორები და სტუდენტები გააცნობენ ინფორმაციას პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.
ინფორმაციას ღია კარის დღის სრული პროგრამის შესახებ მსურველთათვის ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/himuI
დასწრება თავისუფალია. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/rtG36

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”