“შენი დასასრული ახლოსაა” | ერდოღანი ნეთანიაჰუს

ღიად ვამბობ, რომ ტერორისტული სახელმწიფოა – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერს მიმართავს, რომ “მისი დასასრული ახლოსაა”.
“მე ვეუბნები ნეთანიაჰუს, შენ გაქვს ატომური ბომბი და ამით ემუქრები. თუმცა რაც არ უნდა გქონდეს, შენი დასასრული ახლოსაა. თუ ისრაელი ასე გააგრძელებს ხოცვა-ჟლეტას, ყველგან დარეგისტრირდება, რომ ის არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც მთელ მსოფლიოში დაწყევლილია“. ამბობს ერდოღანი.
ის ისევ ამტკიცებს, რომ ჰამასის წევრები” მეამბოხეები არიან”, რომლებიც თავიანთ სამშობლოს იცავენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტი ისრაელისა და მისი პრემიერის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.
იხილეთ:
· „ნეთანიაჰუ აღარ არის ის ადამიანი, ვისთანაც შეგვიძლია საუბარი. ჩვენ მას ხაზი გადავუსვით“ | ერდოღანი;
· ერდოღანმა ისრაელს “ომის დამნაშავე” უწოდა და დასავლეთი დაადანაშაულა