შენგელია 17 ქულით “ვირტუსში” საუკეთესო იყო | ბოლონიელები შინ “პარიზთან” დამარცხდნენ

თორნიკე შენგელია წარმატებულ თამაშს განაგრძობს, თუმცა მისი გუნდის წაგებებს ბოლო არ უჩანს. “ვირტუს” “ბოლონიამ” ამჯერად შინ, “პარიზთან” 77:83 წააგო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა “ვირტუსს” ისევ ულიდერა. თორნიკემ პარკეტზე 29:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი გააკეთა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 11-დან 7 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ბოლონიელები ბოლო წუთებამდე ლიდერობდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა შეხვედრა ბოლო 2 წუთში წააგეს.
“ვირტუსს” 7 მოგება და 19 მარცხი აქვს. იტალიური გუნდი 14 ქულით მე-16 ადგილზეა და 27-ე
ტურში “ოლიმპიაკოსს” მასპინძლობს.
გამარჯვება იზეიმა კამარ ბოლდუინის “ბასკონიამ”, რომელმაც “თელ ავივის მაკაბის” უმასპინძლა და 89:82 იმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 15 წუთი გაატარა. ბოლდუინმა შეხვედრა 5 ქულით, 3 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა. “ბასკონიამ” 11 მოგებითა და 15 მარცხით მე-14 ადგილზეა. ესპანურ გუნდს 22 ქულა აქვს და მომდევნო ტურში პარტიზანს ესტუმრება.
GBF

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში