შენგელია საბერძნეთში მოედნიდან საგოლე მოქმედების გარეშე არ გადის

საბერძნეთის სუპერლიგის მეხუთე ტურში “ოფის” გარემარბმა ლევან შენგელიამ გასვლაზე “ლევადიაკოსთან” გასვლით მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა.
“ოფი” 0:1 მარცხდებოდა, 90+4-ზე წუთზე კი შენგელიას მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი თავით მცველმა ვასილიოს ლამპროპულოსმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ლევანი მოედანს საგოლე მოქმედების გარეშე არ ტოვებს – ჩემპიონატის 3 შეხვედრაში მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე პასია.
“ოფი” 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ორ მატჩს სახლში ქართველის ყოფილ გუნდთან, “პანეტოლიკოსთან” ჩაატარებს: 25 სექტემბერს თასზე და 29 სექტემბერს ჩემპიონატზე.