შენგელია მოედანს კაუნასში დაუბრუნდა | თოკომ 12 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა

თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. ერთთვიანი პაუზის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო ჯანმრთელობის პრობლემის გამო, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ევროლიგაზე ითამაშა. მისი გუნდი, “ვირტუს ბოლონია” კაუნასში “ჟალგირისს” შეხვდა და 68:77 დამარცხდა.
ბოლონიელებმა პირველი მეოთხედი 12 ქულით დათმეს, რის შემდეგაც “ჟალგირისს” უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და ლიეტუვის კლუბმა სეზონში მე-11 მატჩი მოიგო. შენგელია თამი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 23:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ “ჟალგირისმა” იტალიურ გუნდს რეგულარულ სეზონში ორივე მატჩი მოუგო. “ვირტუსი” 6 მოგებითა და 15 მარცხით მე-16 ადგილზეა. იტალიური გუნდი 22-ე ტურში “ბაიერნს” ესტუმრება. შეხვედრა 17 იანვარს გაიმართება.
GBF.GE