ევროლიგის მე-11 ტურში “ბაიერნმა” “ვირტუსს” უმასპინძლა და 90:76 დაამარცხა.
სტუმართა რიგებიდან თორნიკე შენგელიამ მოედანზე 33:52 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ბაიერნის” მსუბუქი ფორვარდი სერჟ იბაკა გახდა, ერთ დროს NBA-ის ვარსკვლავმა 23 წუთში 24 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა.
ამრიგად, “ვირტუსი” ევროლიგის სატურნირო ცხრილში 7 გამარჯვებითა და 4 მარცხით მე-4 ადგილზეა, იტალიელები მორიგ მატჩს ჩემპიონატში 3 დეკემბერს, “ტორტონას” წინააღმდეგ გამართავენ.