ევრობასკეტის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ ისრაელს ლიმასოლში დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 93:61 დაამარცხა.
ნაკრებს აშკარად დავალებული ჰქონდა პერიმეტრიდან შეტევა და ქართველი კალათბურთელებიც არერიდებოდნენ, თუმცა 13-დან მიზანს 3-მა უწია, პირველი ათწუთეული კი 15:13 დასრულდა. საუკეთესო შენგელია გახლდათ 7 ქულით, გოგამ 6 ჩააგდო, ბოლდვინმა კი – 2.
მეორე მეოთხედში ქართველები ჯიუტად აგრძელებდნენ პერიმეტრიდან შეტევას, თუმცა ამჯერად მიზანს გაცილებით მეტმა უწია, ნასროლი 10-დან 7 ჩავარდა, ბოლოს კი 16:2 გაქცევა მოვაწყვეთ და ტაიმი 16 ქულიანი უპირატესობით დასრულდა.
მესამე მეოთხედში თორნიკე და გოგა აგრძელებდნენ დომინირებას, 10 ქულიანი გაქცევა და ჩვენი უპირატესობა 26 ქულიანი გახდა. კვიპროსელებიც გააქტიურდნენ, თუმცა ჩვენებურები მაღალი პროცენტით ისროდნენ და მოწინააღმდეგეს მოახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოო ჯამში მესამე მეოთხედი 68:41 მოვიგეთ.
მეოთხე მეოთხედი კამარ ბოლდვინის სამქულიანით გაიხსნა, საქართველოს ნაკრები მაღალი სიზუსტით უტევდა, ჯიკიჩმა შემადგენლობა მაქსიმალურად დატვირთა, რომ ჯამში ჩაგდებული და გაშვებული ბურთების სხვაობა შემცირებულიყო (იყო -43, დარჩა -8). დასკვნით ათწუთეული ლაღ და სწრაფ ტემპში წარიმართა, ქართველებმა კი ბოსნიასთან მატჩის წინ ხასიათი გამოიკეთეს.
მატჩის საუკეთესო მექულე თორნიკე შენგელია გახლდათ, კაპიტანმა 27 ქულა, 4 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ბრყინვალედ გაისარჯა გოგა ბითაძეც, “ორლანდო მეჯიქის” ცენტრის ანგარიშზე 21 ქულა, 13 მოხსნა და 3 დაფარება გახლდათ.
ევრობასკეტის მეხუთე ტურის მატჩი 4 სექტემბერს, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან 16:00 საათზე გაიმართება.
· სოსო ყიჩაღ გოგას მაგრად ითამაშა,მამუკელაშვილი არ მომეწონა
· ალექსანდრე კარგი პროცენტით ესროლეს ორიანები, 16/26. დღეს აშკარად დავალება იყო პერიმეტრი და ეგეც მშვენივრად შეასრულეს.
· საბა მამუკელაშვილმა ცუდათ ითამაშა!
· ალექსანდრე ამდენი სამიანი საერთოდ თუ ჩაგვიგდია როდესმე საინტერესოა. კარგი იყო და იმედისმომცემი. ბოსნიასთან ომი იქნება პირდაპირი მნიშვნელობით და წარმატებები ბიჭებს! არ დაგვავიწყდეს, დღეს იტალიას ვგულშემატკივრობთ ყველა.
· Giorgi ხო ხედავთ როგორ არგო შენგელიას მსაჯებზე გინება. მიდი თოკო შეუბერე.
· გოგა ოჩხიკიძე საიდან მოჩხრიკიძეს?
· Giga ფარქვეშ ვერ შედიან და ვერ აგდებენ,სამ ქულიანები მიგვდის თორე წავაგებდით..ესეთ არაპროფესიონალურ კალსთბურთს სრცერთი გუნდი არ აჩვენებს..კვიპროსელები უფრო შედიან ფსრწვეშ ვიდრე ჩვენები..
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე – ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია – ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
