თორნიკე შენგელიას მორიგი გამორჩეული მატჩი ევროლიგაში. “ვირტუს ბოლონიას” ქართველმა ფორვარდმა გუნდს მადრიდში, “რეალის” წინააღმდეგ ულიდერა, თუმცა მას თანაგუნდელებმა სათანადოდ მხარი ვერ აუბეს და ბოლონიელებმა მარცხი განიცადეს – 86:98.
“რეალმა” პირველი ტაიმი 53:49 მოიგო, ხოლო გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა, როცა “ვირტუსს” 13 ქულით გაასწრო და ბოლო მეოთხედს სოლიდური უპირატესობით შეხვდა და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა.
შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო მოედანზე 24:54 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი
დააგროვა. თორნიკემ 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 3 სამქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ვირტუსს 9 ტურში 2 მოგება და 7 მარცხი აქვს. იტალიური კლუბი მე-16 ადგილზეა და მეათე ტურში, 15 ნოემბერს, პანათინაიკოსს უმასპინძლებს.
GBF.GE