შენგელიას 15 ქულა და “ვირტუსის” გამარჯვება უშუალო კონკურენტ “მილანოსთან”

ნაკრებში, დანიასთან ჩატარებული სუპერმატჩის შემდეგ თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატში ითამაშა. მისმა “ვირტუსმა” ბოლონიაში პრინციპულ მეტოქეს, “ოლიმპია მილანოს” უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 86:80 სძლიეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შედეგიანი მატჩი ჩაატარა – 19 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3-ქულიანი არ უსვრია.
“ვირტუს ბოლონია” სერია A-ს 15 მოგებით და 5 წაგებით “ტრენტოსა” და “ბრეშასთან” ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 10 მარტს, სწორედ “ტრენტოს” წინააღმდეგ ითამაშებს.
GBF

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში