თორნიკე შენგელიას მორიგი შედეგიანი მატჩი “ბარსელონას” შემადგენლობაში. ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში “ბარსელონამ” თორნიკეს ყოფილ კლუბ “ბასკონიას” უმასპინძლა და 91:83 დაამარცხა.
შენგელია სასტარო ხუთეულში იყო და მოედანზე თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 25 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 10-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი და 1 აჯარიმო კი ააცილა. მის ანგარიშზე 14 ქულა, გუნდში უმეტესი 7 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დაგროვდა. საერთო სარგებლინობის ინდექსით შენგელია “ბარსაში” მეორე იყო – საუკეთესო კი ვილ კლაიბერნი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა მიითვალა.
3 მოგებითა და 4 მარცხით “ბარსელონა” ცხრილის შუაშია. შემდეგი ტურის შეხვედრა კატალონიელებს 23 ნოემბერს – სტუმრად “გრან კანარიასთან” აქვთ.
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს – შენგელიას გუნდი “ზენიტის” ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
“მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა” – შენგელიას “ბარსელონას” ახალი მწვრთნელი ჰყავს
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
ბურჯანაძის “გრანადამ” ლიდერი “ვალენსია” დაამარცხა, შენგელიას “ბარსა” კი “ხირონასთან” დამარცხდა




