ევროლიგის მერვე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „მილანი“ 86:79 დაამარცხა.
შენგელიამ 28:23 წუთში 14 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 20 შეადგინა.
19 ქულით და სარგებლიანობის 28-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP თორნიკეს თანაგუნდელი გაბრიელ ლუნდბერგი გახდა, რომელმაც მეოთხე მეოთხედში საუცხოოდ ითამაშა. სხვათა შორის, დანიელს წინა ორ შეხვედრაში ქულა არ ჰქონდა აღებული.
„ვირტუსი“ 6 მოგებით მესამე ადგილზეა და 17 ნოემბერს ათენში „პანათინაიკოსს“ დაუპირისპირდება.