შენგელიას 13 ქულა და “ვირტუსი” მილანში ბრძოლაში დამარცხდა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 80:82 დამარცხდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უკანასკნელ მეოთხედში ანგარიში რამდენჯერმე თანაბარიც იყო, თუმცა ქართველი კალათბურთელის გუნდმა გადამწყვეტი ქულების აღება ვერ მოახერხა.
თორნიკე შენგელიამ მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 6 შედეგიანი პასი და 5 მოხსნა დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5 ორქულიანი და ერთი სამქულიანი ჩააგდო.
„ვირტუსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი მარკო ბელინელი იყო 16 ქულით. რაც შეეხება „მილანოს“, მასპინძლებს ნიკოლო მელიმ ულიდერა 15 ქულით.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში