თორნიკე შენგელიას “ბარსელონამ” ევროლიგაში მარცხი განიცადა. კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე, უშანსოდ წააგეს კაუნასის “ჟალგირისთან”, რომელიც მეორე ნახევარში 25 ქულით იგებდა, საბოლოოდ კი 88:73 გაიმარჯვა.
შენგელია ჩვეულებისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და 21:32 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 5 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. თოკომ ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ხოელ პარას ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.
“ბარსელონას” 3 მოგების წილ 3 წაგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 28 ოქტომბერს, ისევ შინ, იტალიურ “მილანთან” გამართავს.
GBF.GE
“სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა… გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა…” – დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
საქართველოს ნაკრები – ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო – ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი – “ბარსელონა” “დუბაისთან” დამარცხდა
“ამას ნამდვილად არ ველოდი” – რას წერენ “ბარსელონას” ფანები თორნიკე შენგელიაზე?
შენგელია საუკეთესო იყო – “ბარსელონა” სახლში დამარცხდა
[VIDEO] შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – “ბარსელონამ” ევროლიგაზე “მაკაბი” დაამარცხა




