შენგელიას 11 ქულა და “ბარსას” მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე

ევროლიგის მე-7 ტურში “ბარსელონამ” მილანის “ოლიმპიას” უმასპინძლა და 74:72 დაამარცხა. როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა დაძაბული გამოდგა.
კატალონიელთა რიგებში თორნიკე შენგელიამ მოედანზე 29 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 11 ქულით (3/4 საჯარიმო, 4/8 ორქულიანი), 5 მოხსნით (2 მეტოქის ფარზე), 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა. თოკოს +- ინდექსი +15 შეადგენდა.
“ბარსას” რიგებში საუკეთესო ვილი მექულე ვილი კლაიბერნი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო, გამორჩეულად კარგები იყვნენ ესპანელების ჩეხი ლეგიონერები. იან ვესელიმ 14 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, ხოლო სატორანსკიმ – 11 ქულა და 7 ასისტი (მატჩის საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა).
რაც შეეხება პანტერს, გუნდს მისთვის მოკრძალებული 13 ქულით დაეხმარება.
მილანელების შემადგენლობაში არმონ ბრუკსმა სათადარიგო სკამიდან 15 ქულა ჩააგდო, პოლონეთის პასპორტის მქონე შეივონ შილდის ანგარიშზე 12 ქულა გახლდათ, სწორედ შილდსმა მატჩს მომგები სამქულიანი ვერ გამოიყენა.
ამრიგად, “ბლაუგრანა” 4 მოგებითა და 3 წაგებით მე-8 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს ბელგრადში, “პარტიზანთან” გამართავს.
თავის მხრივ, “ოლიმპიას” 2 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს, რითაც მე-17 პოზიციაზე იმყოფება, ხვალ, 30 ოქტომბერს კი “პარიზს” უმასპინძლებს.
შერმადინმა “უნიკახასთან” 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო “ბაიერნში” – გერმანულმა გუნდმა “მილანი” დაამარცხა