შენგელიას 10 ქულა და “ბარსელონას” მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო

ესპანეთის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო თორნიკე შენგელიასა და ბექა ბურჯანაძის გუნდებმა. შენგელიას “ბარსელონა” პირველ ტურში სტუმრად შეხვდა “ვალენსიას” და 12 ქულით დამარცხდა. ვალენსიელებმა პირველი პერიოდი 24:15 მოიგეს, მეორეში ლიდერობა 13 ქულამდე გაზარდეს, საბოლოოდ კი 93:81 იმარჯვეს.
შენგელია, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად შენგელიამ 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. კატალონიელთაგან საუკეთესო შედეგი ვილ კლაიბერნს ჰქონდა, რომელმაც 16 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მოგროვა.
მეორე ტურში, 12 ოქტომბერს “ბარსელონა” “ლეიდას” უმასპინძლებს.
პირველ ტურში საშინაო მარცხი განიცადა ბექა ბურჯანაძის “გრანადამ”, რომელმაც “ხუვენტუდს” უმასპინძლა და 75:87 წააგო. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 9:30 წუთით გამოჩნდა. ბურჯანაძემ 2 საჯარიმო, 1 სამქულიანი და 1-იც ორიანი ააცილა. მან შეხვედრა უქულოდ, 3 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დაასრულა.
წააგო “ბასკონიამაც”, რომლის განაცხადშიც 17 წლის მათე ხატიაშვილია, თუმცა “სარაგოსასთან” მატჩში მათე 12 კაცში ვერ მოხვდა.
FBF.GE
[VIDEO] შენგელიას წარუმატებელი დებიუტი – “ბარსელონა” “ჰაპოელ თელ ავივთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
ბექა ბურჯანაძის ლიდერობით “ლეიმა კორუნამ” “ბარსელონა” დაამარცხა და შანსი შეინარჩუნა
“ბასკონიამ” 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
“ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის” – თორნიკე შენგელიას ცოლი
[VIDEO] დღის სენსაცია თორნიკეს “ბარსელონამ” ტურნირის მთავარი ფავორიტი დაამარცხა
ბურჯანაძისა და შერმადინის გუნდებმა ესპანეთის ჩემპიონატში საჭირო მოგებები გაიფორმეს
[VIDEO] შენგელიას წარუმატებელი დებიუტი – “ბარსელონა” “ჰაპოელ თელ ავივთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა
“როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე” – რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
“ევრობასკეტამდე ცოტათი შეშინებული ვიყავი, ახლა ყველაფერი კარგადაა” – შენგელიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა
მათე ხატიაშვილმა “რეალს” 22 ქულა ჩაუგდო | ქართველი გამთამაშებელი ავანსებს ამართლებს
ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე “გრანადას” კალათბურთელია
მათე ხატიაშვილი საქართველოს 14-წლამდელთა გუნდს ევროპის ლიგის ფინალში შეუძღვა
ბურჯანაძის 6 ქულა და 7 მოხსნა მადრიდის “რეალთან”
“მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა” – თორნიკე შენგელია “ბარსელონაში” დებიუტისთვის ემზადება